დასახელება:
ღონისძიებების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სტომატოლოგიური კომპანია ა17
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
შპს "ა17" ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და ახორციელებს სტომატოლოგიური ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მასალების იმპორტს საქართველოში. პარტნიორობს რა ევროპულ, ამერიკულ, კორეულ და ჩინურ ბრენდებთან, უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე სტომატოლოგიური ბიზნესებისთვის საიმედო პარტნიორობას.
კომპანია "ა17" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ღონისძიებების კონცეფციის შექმნაში ჩართულობა;
** სტომატოლოგებისთვის/დაინტერესებული მხარეებისთვის მოწვეული ლექტორების ჩართულობით ტრენინგების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: n.ninikelashvili@a17.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ღონისძიებების მენეჯერი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|