Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კომპანია ა17
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
შპს "ა17" ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და ახორციელებს სტომატოლოგიური ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მასალების იმპორტს საქართველოში. პარტნიორობს რა ევროპულ, ამერიკულ, კორეულ და ჩინურ ბრენდებთან, უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე სტომატოლოგიური ბიზნესებისთვის საიმედო პარტნიორობას.

კომპანია "ა17" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: n.ninikelashvili@a17.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე