Робота для біженців з України
TikTok კონტენტის ლიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: TikTok კონტენტის ლიდი
მომწოდებელი: Studio 9:16
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"Studio 9:16" ეძებს TikTok კონტენტის ლიდს.

"Studio 9:16" არის ორგანული და ვერტიკალური ვიდეო კონტენტის სტუდია, რომელიც ავტორია Tik-Tok პლატფორმების: "22 გრადუსი" და "105", გარდა ამისა, არის საქართველოს ბანკის აუთსორს Tik-Tok სააგენტო.

თუ ვიდეო კონტენტის შექმნაში დიდი გამოცდილება დაგიგროვდა და გჯერა, რომ მოკლე ფორმატის ორგანული ვიდეო კონტენტის შექმნაც და მისი გავირუსებაც წარმატებით გამოგივა, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა. კონტენტ გუნდთან ერთად შენ შექმნი ვირუსულ ვიდეოებს და უწყვეტ რეჟიმში დააკვირდები რამდენად ბევრი ადამიანი ნახავს მათ.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
ანაზღაურება (NET): 3000-4500 + ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიდეო კონტენტ სტრატეგიის მომზადება, მისი კონტენტ მენეჯერებთან კომუნიკაცია და აღსრულება
** ბრეინშტორმინგების გამართვა და მასში შესაბამისი თიმის ჩართულობის უზრუნველყოფა
** მენეჯმენტთან სტრატეგიების პრეზენტაცია, უკუკავშირის მოსმენა და სტრატეგიის კორექცია
** ვიდეო ფორმატების კვლევა, ანალიზი და მისი სტრატეგიაში ინტეგრირება
** კონტენტ მენეჯერებისა და კრეატორების თიმის მართვა
** გადაღების კალენდრის შექმნა პროექტ მენეჯერთან ერთად
** მონტაჟის კალენდრის შექმნა პროექტ მენეჯერთან ერთად
** სტრატეგიის მიხედვით, თითოეული ვიდეოს კონტენტის შექმნის პროცესის მართვა.
** პროექტ მენეჯერთან ერთად კონტენტის შექმნისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა (ლოკაცია, ადამიანები, რეკვიზიტები)
** კლიენტის უკუკავშირის ანალიზი და ვიდეოს კორექცია
** დამონტაჟებული ვიდეოების გადამოწმება და საჭიროების მიხედვით უკუკავშირის დაბრუნება
** ვიდეო კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება

საჭიროებები:

** აუცილებელია კონტენტ ლიდს გამოცდილება ჰქონდეს ტიკტოკ ვიდეოების მომზადებაში
** კარგად ესმოდეს ტიკტოკის ტრენდები და სპეციფიკა
** მუდმივად ფიქრობდეს ჩამოყალიბებული მიმართულებების როგორც იდეურ, ისე კონცეპტუალურ განვითარებაზე
** თასქ მენეჯმენტ აპლიკაციებთან მეგობრობა (Slack/Clickup)
** საბაზისო ცოდნა ვიდეო მარკეტინგის მიმართულებით
** სცენარის/სკრიპტის გაწერის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ფორმა https://forms.gle/8sXxuHYdKPn1EHjk9

ფორმის შევსების დედლაინი 20 ივნისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე