Робота для біженців з України
საცხოვრებელი კომპლექსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცხოვრებელი კომპლექსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"ბენე კომფორტი" დაარსდა 2020 წელს და მეხუთე წელია ემსახურება 40 -ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს, საოფისე/კომერციულ ფართს და ზრუნავს მომხმარებლის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე.

კომპანია "ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საცხოვრებელი კომპლექსის მოვლა-პატრონობის სერვისების მართვა და მონიტორინგი - საერთო სარგებლობის სისუფთავის, გამწვანების, ტექნიკური გამართულობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის და თანამშრომლების მართვა/კოორდინირება;
** მობინადრეების კმაყოფილებაზე ზრუნვა, ლოიალურობის გაზრდა და საუკეთესო მომსახურების სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობა;
** საცხოვრებელ კომპლექსში მომსახურების გააქტიურების სასტარტო, შესვლით სამუშაოებში აქტიური ჩართულობა;
** მაცხოვრებლებისგან პროაქტიულად უკუკავშირის მიღება საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ ახალი იდეების გენერირება;
** ბიუჯეტირების პროცესის მართვა და ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს თანამდებობაზე ან მიმართულებაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცხოვრებელი კომპლექსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი". კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე