Робота для біженців з України
უმცროსი HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი HR სპეციალისტი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა.

დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი HR სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5)
სამუშაო გრაფიკი : სრული

თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით და თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

** HR პროცესების ყოველდღიური მხარდაჭერა;
** კანდიდატების ბაზების მართვა და განახლება;
** რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაცია;
** ინტერვიუების დაგეგმვაში დახმარება;
** დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება (ხელშეკრულებები, განცხადებები და სხვა.);
** შიდა კომუნიკაციებში მონაწილეობის მიღება (შეხვედრები, ღონისძიებები და ა.შ.);
** HR განყოფილების ადმინისტრაციულ საქმიანობაში მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** HR სფეროში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო;
** კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ექსელში მუშაობის შესაძლებლობა;
** საბაზისო მათემატიკის ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

შერჩევის ეტაპები:

** გასაუბრება;
** ტესტირება ექსელში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან ლინკდინის პროფილის URL ლინკი შემდეგ მისამართზე: r.kharabadze@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი HR სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე