Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. "KTW ჯგუფის" მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ღვინის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კომპანიის წარდგენა, პროდუქციის გაცნობა და შემდგომ შეთავაზება;
** მომხმარებლისთვის ღვინის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებსა და ა.შ.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი ნაშთების შემოწმება და კონტროლი;
** პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა;
** პროდუქციის განსათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

უნარ-ჩვევები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 26 ივნისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე კონსულტანტი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"KTW ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე