Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636812&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: 3G Georgian Global Group
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "3G - Georgian Global Group" ალკოჰოლურ სასმელებსა და კვების პროდუქტებს დისტრიბუტორია საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი ბარისახოს 11/ბ (ავჭალის ტერიტორია)

გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ხელფასი 1300 ლარიდან
** უფასო კვება - სურვილის მიხედვით, მენიუდან არჩევანის შესაძლებლობით
** განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და ასევე მანქანის მართვა ჩაითვლება პრიორიტეტად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსვლის საათი: დილის 8:00 სთ;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** შეკვეთების აწყობა;
** საწყობის ტერიტორიის დალაგება;
** ტრაილერების დაცლა (რომელიც ითვალისწინებს ბონუსებს და არ შედის ფიქსირებულ თანხაში), მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის შეგრძნება;
** დაგეგმარების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** განვითარებაზე ორიენტაცია;
** გუნდურობა;
** კრეატიულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: sebiskveradzenika@yahoo.com და დანიშნულებაში "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება - საწყობის თანამშრომელი.

ასევე დაგვიკავშირდით ნომერზე: 579146677, ნიკა.

ვაკანსიის ბოლო ვადა: 1 ივლისი, 2025.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები 3 G-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია