Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 26 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს). "Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად გადაწყვეტილ ელეგანტურ ნომერს. სასტუმროში განთავსებულია 1 რესტორანი და 1 ღია ტიპის კაფე-ტერასა.

ვაცხადებთ ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საკვები პროდუქციის შემოწმება, დაჭრა, დახარისხება და მომზადება შემდგომი გამოყენებისთვის სასტუმროში არსებული მენიუს შესაბამისად;
** ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება და შენახვა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** სამზარეულოს აღჭურვილობის სწორი გამოყენება;
** პროდუქციის ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესის წარმოება სასტუმროს წესებისა და რეგულაციების დაცვით;
** სურსათის უვნებლობის წესების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება მინ. 1 წელი;
** სასურველია HACCP-ის სტანდარტების ცოდნა;
** კულინარიული კურსის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: e.machavariani@glarros.com. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "Glarros Old Town" მა, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე