Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Esquisse Telavi
გამოქვეყნდა: 26 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
"Esquisse Telavi" - მდებარეობს თელავის გულში, კახეთის ისტორიული და კულტურული ცენტრის შუაგულში. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტისა და ქართული სტუმართმოყვარეობის იდეალურ შერწყმას.

სასტუმროს აქვს 57 უნიკალური ნომერი, თითოეული განსხვავებული კულტურული თემატიკით, რაც თითოეულ სტუმარს განსხვავებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

"Esquisse Telavi" გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დეტალებზე ზრუნვით — ის წარმოადგენს ქართული ოსტატობისა და თბილი მასპინძლობის ნამდვილ ნიმუშს.

"Esquisse Telavi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: თელავი, კურდღელაურის 19.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველი ცვლის დასაწყისში სტუმრების ინფორმაციის გადამოწმება პროგრამაში;
** ოთახების სტატუსების და დაკავებულობის გადახედვა;
** სასტუმროს და შემოგარენის შესახებ მაქსიმალური და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ;
** სტუმართან თავაზიანი შეხვედრა. სტუმრის შემოსვლა - გასვლის რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა და სტუმართა ისტორიების და მონაცემის განახლება;
** სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:

** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა ;
** კომპიუტერული პროგრამაზე მუშაობის უნარი ;

კომპანია გთავაზობთ:

** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფას;
** 12 საათიანი, როგორც დღის ასევე ღამის ცვლები;
** ანაზღაურება 800 ლარი (Net);

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@ginohotels.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 551 881118.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე