Робота для біженців з України
რესტორნის სუპერვაიზერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Esquisse Telavi
გამოქვეყნდა: 26 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
"Esquisse Telavi" - მდებარეობს თელავის გულში, კახეთის ისტორიული და კულტურული ცენტრის შუაგულში. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტისა და ქართული სტუმართმოყვარეობის იდეალურ შერწყმას.

სასტუმროს აქვს 57 უნიკალური ნომერი, თითოეული განსხვავებული კულტურული თემატიკით, რაც თითოეულ სტუმარს განსხვავებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

"Esquisse Telavi" გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დეტალებზე ზრუნვით — ის წარმოადგენს ქართული ოსტატობისა და თბილი მასპინძლობის ნამდვილ ნიმუშს.

"Esquisse Telavi" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თელავი, კურდღელაურის 19.

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის სუპერვაიერს მოეთხოვება რესტორნის ოპერაციების ყველა მიმართულების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა ;
** სტუმრების კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნება;
** რესტორნის ყველა აქტივობის ზედამხედველობა და კოორდინაცია ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** თვალყურს ადევნებს გახსნის და დახურვის ყოველდღიურ პროცედურებს, მათ შორის ფულადი სახსრების დამუშავებას;
** აწარმოებს სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივ ანალიზს და რეპორტინგს უშუალო ხელმძღვანელთან ;

კვალიფიკაცია:

** სტუმარმასპინძლობის სფეროში გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

კომპანია გთავაზობთ:

** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფას;
** 9 საათიანი სამუშაო ცვლები;
** ანაზღაურება 1500 ლარი (Net);

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@ginohotels.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 551 881118.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე