დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი - სტაჟიორი
|
მომწოდებელი:
შავი ზღვის ლოჯისტიკა
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 26 ივნისი
|
სატრანსპორტო კომპანია შპს "შავი ზღვის ლოგისტიკა" (Black Sea Logistic) აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენს კომპანიას აქვს 8 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მოტივირებულ სტუდენტს ან ახალგაზრდას, რომელთაც სურთ პროფესიული განვითარების დაწყება გაყიდვების სფეროში სატრანსპორტო ინდუსტრიაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი, პოტენციური კლიენტების მოძიება და მომსახურების შეთავაზება
** კომპანიის არსებული კლიენტების ბაზის დამუშავება
** მომსახურების ინვოისის და სხვა დოკუმენტების დამკვეთებისთვის მიწოდება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სატრანსპორტო, ეკონომიკური, ფინანსური ან ტექნიკური განხრით)
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ქონა საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი
** დისციპლინირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** დასაქმებას დინამიურ და მზარდ კომპანიაში
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
** თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
დამატებითი ინფორმაცია
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 -18:00
** სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადი + ბონუსები
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის 116 /ქ. ფოთი, მემედ აბაშიძის 3 (ასევე შესაძლებელია დისტანციურად)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელფოსტაზე: info@bsl.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|