დასახელება:
ექთანი-ფლებოტომისტი
|
მომწოდებელი:
კლინიკა ანიმა
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 26 ივნისი
|
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა "ანიმა" აცხადებს ვაკანსიას ექთანი-ფლებოტომისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის უსაფრთხოდ აღება, - ფლებოტომია, ვენური სისხლის აღება; - კაპილარული სისხლის აღება.
** აღებული მასალის დამუშავება, ტრანსპორტირება, პრე და პოსტ ანალიტიკის პროცესების მეთვალყურეობა;
** საჭიროებისამებრ, სხვა ბიოლოგიური მასალის აღება და დამუშავება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
** კლინიკაში არსებული ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ფლებოტომისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და ფლებოტომიური უნარების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** დროის მენეჯმენტი;
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შაბათს 10-დან 14 საათამდე
ანაზღაურება: 1250 ლარი გადასახადების ჩათვლით
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, გორგასლის #93, კლინიკა"ანიმა"
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.მისამართზე: hr@animaclinic.ge.
შერჩევის ეტაპები: ინდივიდუალური გასაუბრება.
|
|
|
|