დასახელება:
ექიმ ემბრიოლოგის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
კლინიკა ანიმა
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 26 ივნისი
|
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა "ანიმა" აცხადებს ვაკანსიას ექიმ ემბრიოლოგის ასისტენტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიოლოგიის, ბიოქიმიის, გენეტიკის, მედიცინის ან სხვა მასთან დაკავშირებულ სპეციალობაში
** ინგლისური ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
ძირითადი ფუნქციები:
** ლაბორატორიული პროცედურის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, ყველა საჭირო ინფორმაციის შეტანა, ემბრიოლოგიის სამსახურის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო, შესაბამის ბაზებში.
** ლაბორატორიული პროცედურის დასრულების შემდეგ ემბრიოლოგიური-რეპორტების შედგენა პაციენტებისათვის.
** არსებული ემბრიო პროტოკოლების შევსება.
** ლაბორატორიულ პროცედურებზე დასწრება და ემბრიოლოგისათვის გაიდლაინითა და პროტოკოლით არსებული გარემოს უზრუნველყოფა.
** კრიო მასალების მართვა და შენახვა;
** სახარჯი მასალების და ნიადაგების მიმოცვლის ნაშთებისა და ხარჯების კონტროლი.
** ყოველდღიურად ხარჯების ასახვა კლინიკაში არსებულ სამედიცინო პროგრამაში.
** ემბრიოლოგთან შეთანხმებით სახარჯი მასალისა და ნიადაგების მარაგებზე მოთხოვნის გაკეთება კლინიკაში დამტკიცებული შესყიდვის წესის შესაბამისად.
** ლაბორატორიული აპარატურის მონიტორინგი.
** ემბრიოლოგის მიერ აღებული ბიოფსირებული მასალის კონტრაქტორ ლაბორატორიაში გასაგზავნად საჭირო ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება, როგორიცაა, აღწერა, ბიოფსიის ფორმების შევსება, საკურიერო კომპანიასთან კომუნიკაცია და მასალების გაგზავნა გენეტიკურ ლაბორატორიაში.
** მიმდინარე დღის განმავლობაში ბილინგის სამსახურთან უკუკავშირი და ემბრიოლოგიაში ჩატარებული პროცედურის შესახებ ინფორმირება შესაბამისი აღმწერი დოკუმენტის "ემბრიოლოგიის ბლანკის" საშუალებით.
** ბიოლოგიური მასალის (სპერმის) გაყინვის მიზნით პროცედურაზე მოსული პაციენტების მართვა შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით. ასევე გაყინვის პროცედურის წარმართვა.
** იმპორტირებული ბიოლოგიური მასალის მიღება/აღწერა, პროტოკოლის შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა;
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N93.
საკონტაქტო ნომერი: 995 322 11 00 08
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.მისამართზე: hr@animaclinic.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|