დასახელება:
ბარმენ-მიქსოლოგი
|
მომწოდებელი:
სუში რუმი
|
გამოქვეყნდა: 26 მაისი
/ ბოლო ვადა: 26 ივნისი
|
სუში რუმი აცხადებს ვაკანსიას ბარმენ-მიქსოლოგის პოზიციაზე.
იხსნება სუში რუმის-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გაინტერესებს იაპონური სამზარეულო და სასმელები, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში ბარმენის პოზიციაზე ახალ პრემიუმ კლასის იაპონურ რესტორანში.
გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გაიაროთ სრული ტრენინგი გამოცდილ ბარმენთან და შეისწავლოთ საკესა და იაპონურ ინგრედიენტებზე დაფუძნებული კოქტეილების მომზადება. განვითარდე იაპონური/აზიური მიქსოლოგიის მიმართულებით.
ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი
რას გთავაზობთ:
** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
** პროფესიულ ტრენინგს იაპონურ/აზიურ მიქსოლოგიაში;
** უნიკალური შესაძლებლობას გაიზარდოთ პრემიუმ ბრენდთან ერთად;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - ჩვენი ამჟამინდელი გუნდი ერთი ოჯახია;
** ყოველწლიურ კორპორატიულ წვეულებებს და მხიარულ გუნდურ; ღონისძიებებს;
** დახვეწილ და გემოვნებიან გარემოს და ბარს;
** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.
მოთხოვნები:
** სომელიეს და ბარისტას საბაზისო ცოდნა.
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართული და ინგლისური ენის გამართული ცოდნა.
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული
პასუხისმგებლობა/მოვალეობები:
** სტუმარზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურება;
** კოქტეილების და სხვა სასმელების მომზადება;
** ბარის სისუფთავის და მარაგების კონტროლი;
** სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაცია;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** თანამშრომლობა მომსახურების გუნდთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეუფერხებელი მომსახურება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ ფოსტაზე: info@sushiroom.ge და სათაურის ველში "ბარმენ-მიქსოლოგი".
შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, სადაც ყველას აფასებენ და პატივს სცემენ. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.
გელით ჩვენს ოჯახში!
|
|
|
|