Робота для біженців з України
მასპინძელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასპინძელი
მომწოდებელი: სუში რუმი
გამოქვეყნდა: 26 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
სუში რუმი აცხადებს ვაკანსიას მასპინძლის (Hostess) პოზიციაზე.

იხსნება სუში რუმის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში.

ვეძებთ ელეგანტურ, მეგობრულ და ორგანიზებულ მასპინძელს (Hostess), რომელიც იქნება ჩვენი რესტორნის პირველი შთაბეჭდილება სტუმრისთვის.
ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)

სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი

რას გთავაზობთ:

** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
** უნიკალური შესაძლებლობას გაიზარდოთ პრემიუმ ბრენდთან ერთად;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - ჩვენი ამჟამინდელი გუნდი ერთი ოჯახია;
** ყოველწლიურ კორპორატიულ წვეულებებს და მხიარულ გუნდურ ღონისძიებებს; დახვეწილ და გემოვნებიან გარემოს, სადაც ხარისხი და სტუმართმოყვარეობა უმთავრესია;
** შესაძლებლობას ისწავლოთ იაპონური სამზარეულოს და მაღალი დონის სერვისის შესახებ;
** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.

მოთხოვნები:

** ორგანიზებული და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ქართული და ინგლისური ენის გამართული ცოდნა, რუსული სასურველი;
** მეგობრული, კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე პიროვნება;
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები;
** სასურველია სტუმარ-მასპინძლობის ან მომსახურების სფეროში გამოცდილება, თუმცა არასავალდებულო;
** იაპონური სამზარეულოს და კულტურისადმი ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად.

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

** სტუმრების თბილად მიღება და მაგიდასთან გაცილება, თითოეული სტუმრისთვის განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა;
** ჯავშნების და მოლოდინის სიების მართვა როგორც ადგილზე, ასევე ტელეფონით ან ონლაინ პლატფორმებით; ზუსტი მოლოდინის დროების მიწოდება და ეფექტური განთავსება;
** სტუმრების/მომხმარებლის კითხვებზე პასუხი მენიუს, რესტორნის ან სპეციალური ღონისძიებების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების მიცემა;
** თანამშრომლობა სერვისის და სამზარეულოს გუნდთან, რათა უზრუნველყოთ შეუფერხებელი მომსახურება;
** სტუმრების/მომხმარებლების უკუკავშირის მიღება და საკითხების პროფესიონალურად და სწრაფად მოგვარება;
** საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა სპეციალურ ღონისძიებებსა და VIP სტუმრების მასპინძლობაში;
** მომხმარებელთან კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გარე სერვისის მომწოდებლებთან (საკურიერო სერვისი, მომარაგება და ა.შ.) ურთიერთობების ორგანიზება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ ფოსტაზე: info@sushiroom.ge და სათაურის ველში "ჰოსტესი".

შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, სადაც ყველას აფასებენ და პატივს სცემენ. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.

გელით ჩვენს ოჯახში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე