Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: Buildwell
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
სამშენებლო კომპანია "ევრო ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

მისი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** ფორმა 2-ების მომზადება;
** სამშენებლო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველანაირი ხარჯის წინასწარი განსაზღვრა;
** დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების შედარება;
** შიდა ფორმა 2-ების მომზადება;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** ფასების მოძიება და გადამოწმება აქტუალური ფასების დასადგენად დაგეგმილი მშენებლობის სავარაუდო ხარჯების დასათვლელად
** განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების ანალიზი, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან და საბაზრო ფასებთან;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება და კომპანიის მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია - უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "ხარჯთაღმრიცხველი"

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: khatia.jmukhadze33@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე