Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: Buildwell
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
სამშენებლო კომპანია "ბილდველი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

მისი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
** პროექტისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურებების შეკვეთის პროცესის კოორდინაცია და კონტროლი
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვა;
** ბიუჯეტის შედგენა, კონტროლი და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა;
** სამუშაოების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით; უსაფრთხოების სპეციალისტთან კოორდინაციით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის, ნებართვებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (გეოდეზიური ანაზომები, ფარული სამუშაო აქტები და სხვ.);
** კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** გუნდის მართვა, სამუშაოების შეფასება და კონტროლი;
** ობიექტზე არსებული აქტივების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა;
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია - უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "პროექტის მენეჯერი"

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოგზავნო შემდეგ ელფოსტაზე: office@buildwell.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე