Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: Buildwell
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
სამშენებლო კომპანია "ბილდველი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

მისი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების არსებული სტანდარტებისა და კანონმდებლობის დაცვაზე ზედამხედველობა;
** ობიექტზე უსაფრთხოების ინსპექტირებისა და რეგულარული შემოწმებების განხორციელება;
** პოტენციური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** უსაფრთხოების ინსტრუქციების შემუშავება და თანამშრომელთა ინფორმირება;
** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
** თანამშრომლობა პროექტის მენეჯერებთან უსაფრთხოების კუთხით სამუშაოების დაგეგმვასა და მონიტორინგში;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, განახლება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვადიანი სერტიფიკატი
** სასურველია - შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია - Microsoft Office-ის ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი"

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოგზავნო შემდეგ ელფოსტაზე: office@buildwell.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე