Робота для біженців з України
სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: Buildwell
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
სამშენებლო კომპანია "ბილდველი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის (პრარაბი) ვაკანსიაზე.

მისი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
** მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლი;
** გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრაზე ზრუნვა;
** ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
** პერიოდული ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის მიმართულებით);
** აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "სამუშაოთა მწარმოებელი"

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: office@buildwell.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე