Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
"ibis Tbilisi Airport" ეძებს კომუნიკაბელურ და მომსახურებაზე ორიენტირებულ კანდიდატს მიმტანის პოზიციაზე.

ლოკაცია: სამგორის რაიონი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (აეროპორტიდან 400 მეტრში, 5 წუთის სავალზე)
გრაფიკი: 2/2, 12 სთ, 09:00-21:00 და პირიქით 21:00 - 09:00

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და მომსახურება სასტუმროს რესტორანში
** მენიუს ცოდნა და შეკვეთების მიღება ზუსტი და ეფექტური კომუნიკაციით
** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა მომსახურების სივრცეში
** სტუმრებისთვის მეგობრული და პოზიტიური გარემოს შექმნა

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და სწრაფად ადაპტაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობა
** ინგლისური ენის ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

გთავაზობთ:

** კვებას
** ტრანსპორტირებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ, მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას Accor-ის ქსელში

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: eka.gazashvili@accor.com

ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე