დასახელება:
ინჟინერ-კონსტრუქტორი
|
მომწოდებელი:
საინჟინრო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 24 მაისი
/ ბოლო ვადა: 24 ივნისი
|
საინჟინრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე (შესაძლებელია განხილულ იქნეს ბოლო კურსის სტუდენტის კანდიდატურა).
ჩვენი კომპანიის სპეციალიზაციის სფეროა სამოქალაქო თვითმფრინავთმშენებლობა, თანამედროვე სამგზავრო თვითმფრინავების შიდა სტრუქტურული განყოფილებების პროექტირება.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაოს აღწერა: მუშაობა ოფისში; სრული განაკვეთი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით;
** CatiaV5, SolidWorks, Siemens NX ან Creo Parametric პროგრამის ფლობა;
** ფურცლოვანი ლითონისაგან და პლასტმასისაგან ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
** განვითარებული აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
მოვალეობები:
** ნაკეთობების ახალი ნიმუშების შემუშავება, სტანდარტული და უნიფიცირებული ნაკეთობების გამოყენებით არსებული პროდუქციის მოდიფიცირება;
** წარმოებისათვის და ექსპლუატაციისათვის მოდელებისა და ნახაზების შემუშავება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სტაბილური ხელფასი;
** ოჯახის სამედიცინო დაზღვევა (მეუღლე, შვილები);
** მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის კომპენსაცია;
** ოფისი მდებარეობს მეტროს სადგურიდან ხუთი წუთის სავალზე;
** უქმეები და სადღესასწაულო დღეები - საქართველოში მოქმედი ოფიციალური კალენდრის მიხედვით;
** 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: birbirdair@gmail.com.
|
|
|
|