დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ibis Tbilisi Airport
|
გამოქვეყნდა: 24 მაისი
/ ბოლო ვადა: 24 ივნისი
|
"ibis Tbilisi Airport" ეძებს სტუმართმოყვარე, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს აადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: სამგორის რაიონი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (აეროპორტიდან 400 მეტრში, 5 წუთის სავალზე)
გრაფიკი: 2/2, 12 სთ, 09:00-21:00 და პირიქით 21:00-09:00
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გასვლა
** ჯავშნების მართვა და ინფორმაციის ზუსტად განახლება სისტემაში
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება მომსახურებებსა და ლოკალურ მიმდებარე ობიექტებზე
** სასტუმროს შიდა სტანდარტების, მომსახურებისა და ხარისხის მაღალი დონის დაცვა
** სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია
მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია სასტუმრო სისტემებთან (მაგ. Opera) მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას
** ტრანსპორტირებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას Accor-ის საერთაშორისო ქსელში
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: eka.gazashvili@accor.com
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ადმინისტრატორი.
|
|
|
|