დასახელება:
სოციალური მედიის მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Onex Georgia
|
გამოქვეყნდა: 24 მაისი
/ ბოლო ვადა: 24 ივნისი
|
ჩვენ ვეძებთ კრეატიული აზროვნების მქონე, თვითმოტივირებულ სოციალურ მედიის მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც შეძლებს კომპანიის სერვისების პოპულარიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდას.
ძირითადი მოვალეობები:
** სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** შინაარსის შექმნა სოციალური ქსელებისთვის (ტექსტები, ვიზუალური მასალა);
** მიზნობრივი სარეკლამო კამპანიების განხორციელება Facebook-ზე და Instagram-ზე;
** ვებსაიტის შინაარსის მართვა და განახლება;
** ელფოსტის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** მრავალ ამოცანასთან ერთდროულად მუშაობისა და მკაცრი ვადების დაცვის უნარი;
** ძლიერი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალური მედიის წარმატებული კამპანიების მართვის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა, ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** სასურველია Photoshop-ის და ვიზუალური მასალის შექმნის უნარი.
თუ თვლით, რომ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს შეესაბამებით, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@onex.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|