დასახელება:
ავტოპარკის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბლექ სი დისთრიბუშენი
|
გამოქვეყნდა: 24 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** B/C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ქონა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ურთიერთობა მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და სერვისის პროვაიდერებთან კომპეტენციის ფარგლებში;
** ავტოპარკის მართვა - ხარჯების ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობისა და სისუფთავის მონიტორინგი;
** გეგმური და არაგეგმური სარემონტო სამუშაოების ინიცირება და ზედამხედველობა;
** ავტომობილების ტექნიკური ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და შესაბამის დეპარტამენტებთან გაზიარება;
** ბაზრის კვლევა საჭირო სერვისებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვის მიზნით;
** კონტრაქტორი სერვისების შემსრულებლების მუშაობის ხარისხის შემოწმება და კონტროლი;
** სადაზღვევო შემთხვევების ადგილზე შესწავლა და პროცესების მართვა კომპანიის წესების შესაბამისად;
** ავტო ტექნიკის შესყიდვის პროცესის კოორდინაცია: ყიდვა, გაფორმება, განბაჟება;
** გამოწერილი ჯარიმების აღრიცხვა და გადახდის კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** GPS - ის მეშვეობით გარბენების კონტროლი, შესაბამისი რეპორტების მომზადება, სერვისის მომწოდებელთან კომუნიკაცია, ახალი მომხმარებლების რეგისტრირება, დაშვებების კონტროლი და ბაზების მართვა;
** საწვავების ბარათების, ჩიპების, მოწყობილობების კონტროლი;
** საწვავის ხარჯვის კონტროლი, კომპანიაში დანერგილი პროცესების თანახმად, მომხმარებლების მხრიდან საწვავის ათვისებისა და გადახარჯვების იდენტიფიცირება.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge 2025 წლის 20 ივნისამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ავტოპარკის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|