Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი!

სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის მართვის განყოფილების ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:

** ანალიტიკური რეპორტების მომზადება (ფინანსური შედეგების, ბანკის პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი და სხვა);
** კომპანიის შიდა და გარე ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა შესაბამის პირებთან (მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბანკის მენეჯმენტთან და სხვა) დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** წლიური/კვარტალური ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში ჩართულობა;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი: საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკურ, საბანკო, აუდიტორულ, ან ფინანსურ სფეროში)
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (წერა-საუბარი);
** MS Office ცოდნა (Excel-ში ძირითადი ფორმულების მაღალ დონეზე ცოდნა; ცხრილების აგება/ფორმატირება; PowerPoint-ში პრეზენტაციების აწყობა და სხვა);
** სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სტატისტიკურ და ანალიტიკურ რეპორტებთან მუშაობის გამოცდილება;
** IFRS რეპორტინგის ცოდნა და ფინანსურ ანგარიშგებებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: hr@silkbank.ge

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 ივნისი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე