Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636653&print=yes&view=jobs
 
React native დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: React native დეველოპერი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდში!

პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: React Native დეველოპერი

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისის შემუშავება და მხარდაჭერა
** პროდუქტის გუნდთან კოორდინაცია

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა;
** დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** კარგი ორგანიზაციული უნარ ჩვევები;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დიდ და რთულ სისტემებთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

programuli enebi:

** JavaScript-ის ცოდნა
** React Native, Xcode, Webstorm, Android Studio ცოდნა
** Git ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების ცოდნა

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "React Native დეველოპერი" შემდეგ ელფოსტაზე: geo.it.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13/06/2025

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია