Робота для біженців з України
პრობლემური სესხების რეგიონალური მართვის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური სესხების რეგიონალური მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების რეგიონული მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** პირად მართვაში არსებულ სასესხო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი და ვადაგადაცილების მართვა;
** ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის პროცესში უშუალო მონაწილეობა და გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება;
** მომხმარებლების/დაკავშირებული პირების მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების მოძიება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** მომხმარებლებთან და შესაბამისი ფილიალის თანამშრომლებთან კომუნიკაცია ვადაგადაცილებული სესხის გაჯანსაღების მიზნით;
** დასახული გეგმის შესრულება;
** პორტფელის მართვის პროცესში წარმოქმნილი წინააღმდეგობების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** პრობლემური სექტორების და ლოკაციების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** ფილიალებში პირველადი სასესხო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებების განსახორციელებლად;
** გეგმური ანგარიშგება შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოზე, მიღებულ შედეგზე და დასახულ ამოცანებზე;
** მომხმარებლების გადახდისუნარიანობის დადგენის მიზნით, მათი ფინანსური მონაცემების დადგენა და ანალიზი (რესტრუქტურიზაციის, მორიგების დროს);
** პორტფელში არსებული მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების კონტროლი.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სავალდებულო;
** ანალოგიურ პოზიციაზე ან მსგავს სფეროში მუშობის გამოცდილება - სავალდებულო;
** საოფისე პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint) - სავალდებულოა;
** ფინანსური ანალიზის საფუძვლების ცოდნა - სავალდებულო;
** ავტომობილის მართვის ცოდნა (მართვის მოწმობა) - სავალდებულო;
** რუსული და ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა - სასურველია.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 01 ივნისის ჩათვლით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე