Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636634&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 24 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის რეგისტრაცია;
** მომხმარებლების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და შენახვა არსებული წესების შესაბამისად;
** არსებული მომხმარებლის მონაცემების ცვლილება არსებული წესების შესაბამისად;
** ანგარიშის გახსნა, დახურვის ოპერაციების წარმოება;
** ანაბრის/თამასუქის გახსნა, დარღვევის ოპერაციების წარმოება;
** ცნობების, ამონაწერების მომზადება და გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში;
** უნაღდო ოპერაციების წარმოება, მათ შორის უნაღდო კონვერტაცია, სალარე და სავალუტო გადარიცხვები, სხვა ოპერაციები კომპეტენციების ფარგლებში;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის არასაკრედიტო და საკრედიტო პროდუქტების აქტიური შეთავაზება;
** მოზიდული თანხების (თამასუქი, ანაბარი) პორტფელის შექმნა და მართვა, პორტფელის ზრდაზე ზრუნვა;
** ინკასო/ყადაღების შესახებ კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება არსებული რეგულაციების შესაბამისად;
** პლასტიკური ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ბანკში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გაყიდვების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 1 ივნისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია