დასახელება:
PIN გენერაციის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან ქარდი
|
გამოქვეყნდა: 24 მაისი
/ ბოლო ვადა: 24 ივნისი
|
სს "ჯორჯიან ქარდი" წარმოადგენს საქართველოს ბანკის შვილობილ, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ საპროცესინგო კომპანის, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან. "ჯორჯიან ქარდი" უზრუნველყოფს ტრანზაქციათა პროცესინგს, ბარათების პერსონალიზაციას, ბანკომატებისა და POS ტერმინალების ინსტალაციასა და მართვას, საგადამხდელო მოწყობილობების შეძენას, მიწოდებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას, პროექტების მენეჯმენტს, მომხმარებელთა კონსულტირებას, სავაჭრო ობიექტებისა და კლიენტების უწყვეტ მომსახურებას, პროფესიონალურ ტექნიკურ და სხვა საპროცესინგო მომსახურებას.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს PIN გენერაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია - თბილისი, ბელიაშვილის 106.
ძირითადი მოვალეობები:
** ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის (საბეჭდი ფაილების) მიღება/დახარისხება (ტიპების, სერვისცენტრების და ა.შ) მიხედვით
** PIN კოდების გენერირება და ბეჭდვა
** ბარათებთან დაკავშირებული აქტების ბეჭდვა
** აღრიცხვის ოპერატორისთვის აქტის შესაბამისად დახარისხებული პინ-კონვერტების გადაცემა ამისთვის სპეციალურად განკუთვნილი პარკებით
** ბანკისთვის პერსონიფიცირებული ფაილების მიწოდება.
** უპინო ბარათების შემთხვევაში (PBS ანუ SMS-ის სახით გასაგზავნი პინები) ბანკისთვის ინფორმაციის სპეციალურ აპლიკაციაში ატვირთვა
** PIN კონვერტების მარაგზე კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათზე მოთხოვნის გაკეთება უშუალო მენეჯერთან.
** დაზიანებული PIN კონვერტების განადგურება უსაფრთხოების პროცედურის შესაბამისად
** კრიპტოგრაფიული გასაღებების ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული პროცედურა. (დახარისხება/შესაბამის პარკებში განაწილება-დალუქვა/აქტების მომზადება) მათი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მარაგის შევსება
აუცილებელი მოთხოვნები:
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სრული გრაფიკი, კვირაში 40 სთ
** საგამოცდო ვადა 6 თვე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა;
** წელიწადში 5 ანაზღაურებადი დეიოფის გამოყენების შესაძლებლობა (ანაზღაურებადი შვებულების გარდა).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge და სათაურის ("subject") ველში აუცილებლად მიუთითეთ "PIN გენერაციის სპეციალისტის" პოზიცია.
|
|
|
|