Робота для біженців з України
დერმატო-ვენეროლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დერმატო-ვენეროლოგი
მომწოდებელი: კონსილიუმ მედულა
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს დერმატო-ვენეროლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ.
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის კონსულტაცია და დიაგნოსტიკა;
** სამკურნალო გეგმის შემუშავება და მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, კვლევების დანიშვნა და შედეგების ინტერპრეტაცია;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და სრულად შევსება;
** კოლეგებთან და სამედიცინო პერსონალთან ეფექტური თანამშრომლობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი (ნებადართული სპეციალობა "დერმატო-ვენეროლოგია");
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელი უნარები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** აქტიური მოსმენის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge. 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე