დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
აუთსორსინგული გაყიდვების კომპანია სამშენებლო მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება:ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი (გამოსაცდელი ვადა) გამოსაცდელი ვადის შემდეგ 700 ლარი + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: ორი თვე
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა
** ზარების განხორციელება მომხმარებლებთან
** ვიზიტების დაგეგმვა
** შეხვედრების ორგანიზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** შეკვეთის გაფორმება
** დროის სწორი მენეჯმენტი
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word. MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაინტერესებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და საჭიროებისამებრ პერსონალური
** პუნქტუალურობა
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: misho.sales@gmail.com.
|
|
|
|