Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636530&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: BergHOFF
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
საფირმო მაღაზიათა ქსელი "BergHOFF" ეძებს საკუთარი გუნდისთვის აქტიურ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ თანამშრომელს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქავთარაძის #1, სავაჭრო ცენტრი სითი მოლი.

შენ გელოდება საინტერესო სამსახური და დიდი შესაძლებლობები!

შენ იდეალურად გვერგები, თუ:

** ცხოვრობ აქტიური ცხოვრების წესით;
** ფლობ კარგ კომუნიკაბელურ უნარ-ჩვევებს, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
** გულწრფელად უდგები ყველა მყიდველს და მათ მოთხოვნებს;
** ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე აუცილებელია;
** მზად ხარ მიიღო ახალი ცოდნა, გაიზარდო და განვითარდე ჩვენს ქსელთან ერთად;

არ არის აუცილებელი, მაგრამ უპირატესობას მოგანიჭებს, თუ:

** გაგაჩნია გამოცდილება გაყიდვებში;
** გიზიდავს კულინარია.

ჩვენთან შენ შეძლებ:

** მიიღო კონკურენტუნარიანი ხელფასი და პრემიები ზუსტად განსაზღვრულ დროსა და რიცხვში;
** იმუშაო კომფორტული გრაფიკით;
** იმუშაო ქალაქის ხარისხიან და პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებში, ლამაზ და თანამედროვე მაღაზიებში და რაც მთავარია ხარისხიან პროდუქციასთან;
** მიიღო შესაძლებლობა გაიზარდო კარიერულად და მართო მაღაზია!
** ანაზღაურება 1500 ლარიდან;
** ასევე გვაქვს მოქნილი საბონუსე სისტემა, რაც საგრძნობლად ზრდის შემოსავალს.

თუ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შენზე წერია, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და შეუერთდი ჩვენს გუნდს!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელფოსტაზე: berghoff.hr@gmail.com.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია