Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636515&print=yes&view=jobs
 
მედიცინის ფაკულტეტის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიცინის ფაკულტეტის კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუდენტებთან და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან დროული კომუნიკაცია სასწავლო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფისთვის;
** სტუდენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შიდა ელექტრონულ ბაზებში ადმინისტრირება;
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი;
** მედიცინის პროგრამის სტუდენტების კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** კომპიუტერული პროგრამები - (MS Office, Google platforms, ZOOM);
** ენები - ინგლისური ენა (მინ. B2 დონე);
** სასურველია უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მუშაობა გამოცდილება (მედიცინის მიმართულებით);
** სასურველია საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 2025 წლის 22 ივნისის ჩათვლით, გადმოაგზავნეთ
რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია