დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გეა
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
ფარმაცევტული კომპანია "გეა" აცხადებს მიღებას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე (1 საშტატო ერთეული)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #6
სამუშაო დატვირთვა:
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.
შრომითი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციის სოციალური ქსელის (Facebook, YouTube, Instagram, Tik Tok) გამართული შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა, გვერდების მართვა და განახლება;
** სოციალური მედიის შინაარსობრივი სტრატეგიის შემუშავება;
** კონტენტ კალენდრის შექმნა;
** ხარისხიანი კონტენტის მოძიება, შექმნა, დამუშავება, განთავსება, ადაპტირება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
** სოც. ქსელში განთავსებული კონტენტის შესაბამისი დიზაინის შერჩევა და განახლება;
** სხვადასხვა კამპანიების და რეკლამის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელება;
** ორგანიზაციის სასაჩუქრე და ლოიალობის პროგრამების მართვის პროცესში ჩართულობა;
** სოც. ქსელების გვერდების შედეგების ანალიზი და ყოველთვიური (ყოველკვირეული) რეპორტინგი;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, ბიუჯეტირება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა და განხორციელება;
** კომპანიის ვებ გვერდის მართვა;
** კომპანიის ვებ. გვერდზე პუბლიკაციების და ვიდეო კონტენტის გამოქვეყნება და განახლება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** ვიზუალური მასალების (პოსტერები, ბანერები, ვიდეო, GIF) შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი მიმართულებით განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** სოციალური პლატფორმების (Facebook, Instagram, YouTube და სხვა) მართვა;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop, illustrator და სხვა) ცოდნა;
** პროგრამა Word Press-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული წერის უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;
კონკურსის პირობები და ეტაპები:
** კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად, რის შემდეგაც შეირჩევა სასურველი კანდიდატი.
** ეტაპი - CV-ის განხილვა;
** ეტაპი - ზეპირი გასაუბრება;
მუშაობის დაწყება მოხდება 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gea.ge
ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|