დასახელება:
რეგიონალური წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
Start - Business Solutions
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
"Start - Business Solutions" (http://www.startbs.com/) ბიზნესის მხარდამჭერი კომპანიაა, რომელიც 12 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მისი მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს ზრდასა და განვითარებაში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური წარმომადგენლის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: კახეთი, აჭარა და სამეგრელო (3 ვაკანტური პოზიცია).
ძირითადი მოვალეობები:
** რეგიონის მასშტაბით ბიზნესის მფლობელებთან შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმოება
** ბიზნესების საჭიროებებზე მორგებული საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება
** ბიზნესებისთვის საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და განაცხადების მომზადებაში მხარდაჭერა
** რეგულარული რეპორტინგი მიმდინარე აქტივობებზე და მიღწეულ შედეგებზე
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ბიზნესებთან მუშაობის)
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, დროის ეფექტური მართვა და ორგანიზებულობა
** სასურველია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მანქანა და ჰქონდეს მართვის მოწმობა
** აუცილებელია ჰქონდეს პირადი ლეპტოპი
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი (შესაძლებელია რიმოუთ)
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები გამომუშავებით
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 15 ივნისამდე გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@startbs.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და კონკრეტული რეგიონი - "რეგიონული წარმომადგენელი".
|
|
|
|