Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: GIANTI Logistics
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"გიანთი ლოჯისტიკსი" სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა.

კომპანია ბაზარზე სრული საექსპედიტორო-ლოჯისტიკური სერვისითაა წარმოდგენილი.

ჩვენი მიმართულებებია გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველომდე და პირიქით.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს ჯანსაღ, მოწესრიგებულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს, მოქნილ პირობებს, ზრდისა და განვითარების პერსპექტივას, მუდმივ მხარდაჭერას.

უფრო ვრცლად ჩვენი კომპანიის შესახებ იხილეთ:

https://www.giantilogistics.ge/
https://www.facebook.com/Giantilogisticsltd/
https://www.linkedin.com/company/gianti-logistics/

"გიანთი ლოჯისტიკსის" მზარდი გუნდი ეძებს თანამშრომელს შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების სპეციალისტი

სამუშაო აღწერილობა:

** მიზნობრივი ბიზნეს სეგმენტების განსაზღვრა, შეხვედრების ჩანიშვნა, კომპანიის სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
** და მათზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება
** ახალ და არსებულ მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული პირობების შეთანხმება
** არსებული კლიენტების მხარდაჭერა, საჭიროებების მონიტორინგი და ლოიალურობის შენარჩუნება
** გაყიდვების გეგმების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ლოგისტიკურ კომპანიაში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** უცხო ენების სასაუბრო და წერილობით დონეზე ფლობა

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
** საბაზისო კომპიუტერული უნარები
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების წარმართვის უნარი
** დროისა და პროცესების მართვის უნარი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 12ბ;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: გახსნილი ვართ ნებისმიერი მოთხოვნისთვის, გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@giantilogistics.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე