დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი
|
მომწოდებელი:
სვის კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შეხვედრების ორგანიზება და დაგეგმვა, მონაწილეების ინფორმირება და პროტოკოლის მომზადება;
** ბილეთების, სასტუმროებისა და საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნა;
** კორესპონდენციის ორგანიზება და არქივაცია;
** დოკუმენტაციის წარმოება, წერილების და ცნობების აღრიცხვა;
** ბრძანებების მომზადება;
** ტექნიკური პერსონალის მართვა;
** კომპანიის ავტომობილებისთვის საწვავის ფორმების შევსება;
** კორპორატიული მობილური ნომრებისა და საშვების აღრიცხვა და მართვა (ახალი თანამშრომლებისთვის ნომრების/საშვების გაცემა, წასული თანამშრომლებისთვის გაუქმება და საჭიროებების შესაბამისად ცვლილებების განხორციელება);
** ოფისისთვის საჭირო ნივთების შესყიდვის მოთხოვნის მომზადება და თანამშრომლებისთვის სავიზიტო ბარათებისა და ბეიჯების შეკვეთა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირება.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 06.06.2025-ისა. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "Administrative Assistant".
|
|
|
|