დასახელება:
სასერტიფიკატო კურსი - სურსათის უვნებლობის მართვა
|
მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
თსუ სასერტიფიკატო კურსი "სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა".
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, "სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს კომპლექსური მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის გიორგი მიქაძის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის,
"სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს დირექტორის მოადგილე ქეთევან დადიანის სასერტიფიკატო კურსს "სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა".
კურსი განკუთვნილია: როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირები, ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანები, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები ზოგადად სურსათის უვნებლობისა და სურსათის უვნებლობის მართვის სფეროში.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.
დამატებითი მოთხოვნაა-მინიმალური ასაკი 18 წელი.
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: სასერტიფიკატო კურსის მიზანია: მოამზადოს სურსათის უვნებლობის მართვის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ: სურსათის უვნებლობის მიმართ არსებული მოთხოვნები, სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეები (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური), სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში დანერგონ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა და განახორციელონ კონტროლი და შიდა აუდიტი დანერგილი სისტემის ეფექტური ფუნქციონირების შესაბამისობის დადგენის მიზნით. კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:
** სურსათის უვნებლობაზე მოქმედ პოტენციური საფრთხეები (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური), სურსათის უვნებლობის მართვის სისტემებთან დაკავშირებულ საქართველოში და სხვა ქვეყნებში არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტებით (ISO
22000; FSSC 22000) სერტიფიცირების საკითხები, სურსათის ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფორმები და მეთოდები.
** შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (HACCP) დანერგვის პროცესში, ასევე განახორციელოს უკვე დანერგილი სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის შიდა აუდიტი, ხელი შეუწყოს სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას, მოამზადოს სურსათის საწარმოები საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებისთვის.
კურსის მოცულობა: 36 სთ.
** კურსის ღირებულება: 500 ლარი.
** კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის ორენოვანი სერტიფიკატი.
კურსი იწყება 2025 წლის ივნისიდან.
კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:
https://tsu.ge/ka/continuous-courses/certificate-training/programs/333
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). კურსის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ასმათ გოდერძიშვილს: 555 603080.
ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
|
|
|
|