Робота для біженців з України
სასერტიფიკატო კურსი - ჰიგიენის კომპონენტის მართვის საფუძვლ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასერტიფიკატო კურსი - ჰიგიენის კომპონენტის მართვის საფუძვლ.
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
თსუ სასერტიფიკატო კურსი "ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და ჰიგიენის კომპონენტის მართვის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები".

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს "ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და ჰიგიენის კომპონენტის მართვის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები".

სასერტიფიკატო კურსის ავტორები და ტრენერები:

** ქეთევან დადიანი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
** გიორგი მიქაძე - მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი "სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს კომპლექსური მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი;
** მარიამ გოგინაშვილი - ორგანიზაციის განვითარების მაგისტრი, ლექტორი;
** თამარ ნაროუშვილი - დიპლომირებული მედიკოსი, დოქტორი.

კურსის მიზანია: მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ საბავშვო ბაგა- ბაღებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მართვას და მდგრადად შენარჩუნებას, კვების ორგანიზებასა და კვებითი რაციონის საჭიროებისამებრ მოდიფიცირებას, დანერგვასა და მართვას.

კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირები, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში კვებისა და ჰიგიენის მართვის სფეროში.
კურსის წინაპირობა: მონაწილეთა მინიმალური ასაკი უნდა იყოს 18 წელი.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის კვების ორგანიზებისა და ჰიგიენის მართვის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნები;
** ხარისხის უზრუნველყოფის ციკლისა და პროცესების ძირითადი მნიშვნელობა .
** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებაში კვების ორგანიზების ალტერნატიული ფორმები.
** კვებისა და ჰიგიენის სფეროში წინასწარი პროგრამების (PRPs) მართვა; უკვე დანერგილი წინასწარი პროგრამების (PRPs) აუდიტის განხორციელება, რათა ხელი შეუწყოს სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას.
** ასევე განახორციელონ სერვისის მიწოდების ეტაპების იდენტიფიცირება; მენიუს დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესის ადმინისტრირება; საჭირო მარეგულირებელი საკანონმდებლო დოკუმენტების მოძიება და გამოყენება.
** შეძლებენ შეაფასონ სხვადასხვა დაწესებულებებისთვის და ასაკობრივი ჯგუფებისთვის შემუშავებული მენიუები, ამოიცნონ შეუსაბამობა და მათი გამომწვევი ფაქტორები, მენიუს დაგეგმვაზე პასუხისმგებელ პირებს მიაწოდონ შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.
** შეძლებენ შეაფასონ საბავშვო ბაგა-ბაღებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობა, ამოიცნონ შეუსაბამობა და მათი გამომწვევი ფაქტორები, საბავშვო ბაგა-ბაღების უმაღლეს მენეჯმენტს მიაწოდონ შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.

კურსის მოცულობა: 34 საათი კურსის ღირებულება: 600 ლარი.

კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ის
გამოყენებით, ტესტირება ჩატარდება პირისპირ, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში.

სასერტიფიკატო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის ორენოვანი სერტიფიკატი.

კურსი იწყება 2025 წლის ივნისიდან.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ka/continuous-courses/certificate-training/programs/605

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). კურსის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ასმათ გოდერძიშვილს: 555 603080.

ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე