Робота для біженців з України
სასერტიფიკატო კურსი - საკონტროლო წერტილების სისტემის აუდიტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასერტიფიკატო კურსი - საკონტროლო წერტილების სისტემის აუდიტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
თსუ სასერტიფიკატო კურსი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, "სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს კომპლექსური მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის გიორგი მიქაძის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის,
"სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს დირექტორის მოადგილე ქეთევან დადიანის სასერტიფიკატო კურსს "საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი".

კურსი განკუთვნილია: კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ: როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირები, ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანები, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები ზოგადად სურსათის უვნებლობისა და სურსათის უვნებლობის მართვის სფეროში.

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.

მინიმალური ასაკი 18 წელი.

დამატებითი აუცილებელი მოთხოვნა:

** მსმენელს გავლილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის მართვის - HACCP-ის სისტემის დანერგვის სასერტიფიკატო ან/და ტრენინგ-კურსი; აღნიშნული კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს კურსზე რეგისტრაციისას;

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:

სასერტიფიკაციო კურსის მიზანია: მოამზადოს სურსათის უვნებლობის მართვის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ: სურსათის უვნებლობის მიმართ არსებული მოთხოვნები, სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეები (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური), სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში დანერგონ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა და განახორციელონ კონტროლი და შიდა აუდიტი დანერგილი სისტემის ეფექტური ფუნქციონირების შესაბამისობის დადგენის მიზნით.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

** სურსათის უვნებლობაზე მოქმედ პოტენციურ საფრთხეებზე (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური), სურსათის უვნებლობის მართვის სისტემებთან დაკავშირებულ საქართველოში და სხვა ქვეყნებში არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებზე, საერთაშორისო სტანდარტებით (ISO 22000; FSSC 22000) სერტიფიცირების საკითხებზე, აუდიტის განხორციელების ფორმებსა და მეთოდებზე.
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში დანერგილი HACCP-ის სისტემის აუდიტი, ხელი შეუწყოს სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას, მოამზადოს სურსათის საწარმოები საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებისთვის.
** შეფასებისა და დასკვნის უნარი - შეძლებს შეაფასოს სხვადასხვა პროფილის საწარმოებში სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური) აღმოცენების, გამოვლენისა და პრევენციის მიმართ სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობა, ამოიცნოს შეუსაბამობა და მათი გამომწვევი ფაქტორები, სურსათის ბიზნესოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.
** მსმენელს ექნება უნარი - მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე მოიძიოს შესაბამისი წყაროები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
** მსმენელს ექნება კომუნიკაციის უნარი - შეეძლება კომუნიკაციის დამყარება ბიზნესოპერატორებთან, ამ სფეროში მოღვაწე და დაინტერესებულ სუბიექტებთან, ასევე შეიძენს სხვისი საუბრის მოსმენის, გააზრებისა და საჭიროებისას დაზუსტების უნარს, თავის საქმიანობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარს.

კურსის მოცულობა: 18 სთ;

9 საათი ჩატარდება - ონლაინ; მომდევნო 9 საათი ჩატარდება თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში; მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ 3-3 საათი;

კურსის ღირებულება: 400 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის ორენოვანი სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://tsu.ge/ka/continuous-courses/certificate-training/programs/592

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). კურსის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ასმათ გოდერძიშვილს: 555 603080.

ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე