Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** დანახარჯების კონტროლი და საპროგნოზო მონაცემების დამუშავება;
** წლის და თვის ბიუჯეტების ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი;
** წლის ეკონომიის გეგმის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის დროულად მიღების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ფინანსების კუთხით;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების კუთხით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 8 ივნისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ფინანსური ანალიტიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე