დასახელება:
კვების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
აშენდი აგრო საქართველო
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
შპს "აშენდი აგრო საქართველო" წარმოადგენს სრული ციკლით მომუშავე მეღორების კომპლექსს, რომელიც მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში და კომპლექსის გაფართოებასთან ერთად ეძებს შესაბამის კადრებს: კვების ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ასურეთი.
ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს კომპანია.
ანაზღაურება 1400 net.
სამუშაო განაკვეთი: 2 დღე კარანტინი +14 დღე სამუშაო ცვლა, შემდეგ 12 დღე დასვენება;
ძირითადი მოვალეობები:
** ცხოველების (ღორების) საკვების მომზადება და სწორად გადანაწილება სპეციალურ საკვების სისტემებში
** საკვების რაოდენობის და ხარისხის კონტროლი
** კვების გრაფიკის დაცვა და ცხოველთა კვების პროცესზე მუდმივი მონიტორინგი
** საკვები ინვენტარის სისუფთავის და სანიტარული ნორმების დაცვა
** საკვების საწყობში საქონლის მიღება და ორგანიზება
** კვების სისტემების ტექნიკური გამართულობის ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ტექნიკურ ჯგუფთან
** დოკუმენტაციის წარმოება კვების შესახებ (შევსება, აღრიცხვა, გადაცემის აქტები და სხვა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ფიზიკური გამძლეობა და შრომისუნარიანობა
** სანიტარულ-ჰიგიენური წესების ცოდნა და დაცვა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, "კვების ოპერატორი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|