Робота для біженців з України
მძღოლი - თერჯოლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თერჯოლა, თბილისი-სენაკის-ლესელიძე 204, 8 კმ)
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე 1300 ლარი, ხოლო გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 1500 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყველა ტიპის მარკის და ტიპის სატვირთო ავტომობილების (რომლებიც განეკუთვნება სატვირთო კატეგორიას) მართვა;
** ავტომობილის საწვავით, საცხი მასალებით და გამაგრილებელი სითხით გამართვა;
** ხაზზე გასვლის წინ ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
** ხაზზე მუშაობის დროს შეძლებისდაგვარად წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა;
** ავტომობილის ტექ. დათვალიერების გრაფიკის და პერიოდულობის კონტროლი;
** ავტომობილის ყოველდღიური ტექნიკური მომსახურების ჩატარება და ავტომობილის ტექნიკური დათვალიერებისთვის მომზადება;
** ავტომობილის მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა;
** ავტომობილის დატვირთვის, ტვირთის განლაგების და დამაგრების წესების დაცვა;
** საპატრულო და პარკირების ჯარიმების გადახდის ვადების კონტროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** დაკისრებული მოვალეობის სწრაფად და ხარისხიანად შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B, C და D კატეგორიის);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: m.khvadagiani@winerykhareba.com და vacancy@winerykhareba.com. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მძღოლი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე