Робота для біженців з України
საინჟინრო სისტემების მხაზველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო სისტემების მხაზველი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.

კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო სისტემების მხაზველის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციული, საცხოვრებელი, საწარმოო ან/და შერეული შენობა-ნაგებობების დანადგარების ნახაზების შედგენა.
** დიზაინერებისგან და ინჟინრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ნახაზების აგება;
** მასალების განახლება პროექტის ცვლილებების შესაბამისად;
** დადგენილი სტანდარტების დაცვა ნახაზების შედგენის პროცესში;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ორგანიზება და არქივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა autoCAD-სა ან/და Revit ცოდნა;
** სამონტაჟო დანადგარებისა და მასალების ზოგადი მახასიათებლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია, უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საინჟინრო სისტემების მხაზველი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე