Робота для біженців з України
საცხობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცხობის მენეჯერი
მომწოდებელი: საცხობი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხობი აცხადებს ვაკანსიას საცხობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 4.
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საცხობის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
** მომსახურების პროცესის მონიტორინგი და მართვა;
** მარაგების კონტროლი და შეკვეთების გაკეთება მომწოდებლებთან;
** პროდუქციის ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** ყოველდღიურად ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების კონტროლი, ზუსტი აღრიცხვა;
** პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - HR.rosehotel@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საცხობის მენეჯერი."
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე