Робота для біженців з України
ლუდის ჩამომსხმელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლუდის ჩამომსხმელი
მომწოდებელი: ლუდსახარში ლურსბირი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
ლუდსახარში "ლურსბირი" აცხადებს ვაკანსიას ლუდის ჩამომსხმელის პოზიციაზე.

მდებარეობა: რუსთავი, სასტუმრო "რუსთავის" მიმდებარე ტერიტორია
ანაზღაურება: დღეში 50 ლარი (პლიუს ბონუსები)
სამუშაო გრაფიკი (შეთანხმებით) კვირაში საშუალოდ 3-4 დღე 11:00_სთ დან 23:00_სთ მდე. შესაძლებელია ასევე საათობრივი სამუშაო გრაფიკის შერჩევა 14:00 დან 23:00 მდე ანაზღაურება 35 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ლუდის სახეობების სრულფასოვნად ცოდნა (შესწავლა ადგილზე);
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლის განწყობაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ზოგადი მოთხოვნები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ ატმოსფეროს
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
** თქვენზე მორგებულ გრაფიკს

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ მოგვწეროთ სამოტივაციო წერილი ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: Lursbeer@gmail.com

ტელეფონი: 577 780 064
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე