დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დისკაუნტ დეპო
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველთვიური აქციების დაგეგმვა მომწოდებელთან;
** სააქციო ფასების დადგენა;
** საბაზისო ფასების დადგენა;
** გაყიდვების ყოველკვირეული ანალიზი კატეგორიის და მომწოდებლების მიხედვით (მათ შორის კატეგორიაში პროდუქტების მიხედვით);
** კონკურენტების ანალიზი;
** საბაზისო ფასების და აქციების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ასორტიმენტის დადგენა, გაფართოება და ახალი პოზიციების განხილვა;
** კატეგორიის მერჩენდაიზინგი ყველა კონკრეტული მაღაზიისთვის;
** სააქციო პროდუქციის შეკვეთების მომზადება და მომარაგების განყოფილებისთვის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით (განიხილება ამავე მიმართულების დამამთავრებელი კურსის, ან მაგისტრატურის სტუდენტები);
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
დამატებითი უნარები:
** პასუხიმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერი - დისქაუნტ დეპო".
მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მაღაზიათა ქსელ "დისკაუნტ დეპოსთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "დისკაუნტ დეპომ" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "დისკაუნტ დეპოსთვის" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|