Робота для біженців з України
ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის (ბტუ-ს შენობა-ნაგებობები, მიმდებარე ტერიტორის, ინვენტარი, სხვ.) და აღჭურვილობის მდგომარეობის კონტროლი, უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების შესრულების უზრუნველყოფა, პრობლემების აღწერა და დროული რეაგირება;
** საოფისე ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების შეძენა ბტუ-ში დადგენილი შესყიდვების პროცედურის შესაბამისად. შესყიდვების დოკუმენტირება (კონტრაქტები, ხელშეკრულებები, შეთანხმებები და სხვა დოკუმენტები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);
** სასაწყობე მარაგების აღრიცხვა, მართვა, ინვენტარის შეკვეთა, მიღება, გაცემა;
** ბტუ-ს მატერიალური რესურსების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა, დოკუმენტირება;
** ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის ფარგლებში დოკუმენტების შედგენა-მოწესრიგება ბტუ-ს მიერ დადგენილი წესით;
** სხვა ფუნქციების შესრულება, რაც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მენეჯერის ფუნქციებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
** ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
** პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.

სამუშაო ადგილი და პირობები:

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
სამუშაო განრიგი - სრული (10:00-18:00 საათი ან 09:00-17:00 საათი)
შრომის ანაზღაურება - შრომის ანაზღაურება - 1300 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე (ხელზე ასაღები).

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - vacancy@btu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 02 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge

შენიშვნა:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე