დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ახალი ნათება
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც 25 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://www.newlight.ge
კომპანია " ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე ქ.თბილისში.
ანაზღაურება: 1200 ლარიდან ზრდის პერსპექტივით (გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 500 ლარის ოდენობით).
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო საათები: დღეში 8 საათი, ცვლებში10:00-19:00 სთ ან 9:00-18:00 სთ, შუალედში 1 საათიანი შესვენებით.
დამატებით გთავაზობთ:
კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას
მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სალაროში მუშაობის გამოცდილება;
სასურველი უნარ-ჩვევები:
** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
** პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@newlight.ge არაუგვიანეს 2025 წლის 23 ივნისისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:" მოლარე-ოპერატორი".
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|