Робота для біженців з України
სტიუარდი, ჭურჭლის მრეცხავი, სტიუარდების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი, ჭურჭლის მრეცხავი, სტიუარდების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
"Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის/ჭურჭლის მრეცხავის და სტიუარდების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

"Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!

თქვენი ცოდნა და გამოცდილება:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჭურჭლის სარეცხი ოთახის დალაგება, დასუფთავება და დეზინფექცია;
** ჭურჭლისა და საჭირო ხელსაწყოების გარეცხვა და სამზარეულოში სუფთა გარემოს შენარჩუნება;
** სამზარეულოს დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხელმძღვანელობის და უშუალო ხელმძღვანელის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** ტრენინგის და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრული და დინამიკური გარემო;
** ლანჩი.

იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: nana.zhorzholiani@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 06/06/2025

ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე